1. პროექტის სახელწოდება: ოთხკუთხედი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: პარალელოგრამის, მართკუთხედის, რომბის და კვადრატის თვისებების შესწავლა დამათი დაყოფა მსგავსებებისა და განმასხვავებელი ნიშნების მიხედვით.
3. პროექტის აქტუალობა: დამოუკიდებლად მუშაობის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება, კვლევა–ძიებისუნარის ჩამოყალიბება.აზრის თავისუფლად და სწრაფად გამოთქმის თვისებების დანერგვა.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სახემძღვანელოებიდან იმფორმაციის მოპოვებისა და მათი დამუშავების საფუძველზე ცოდნისა და ძიების უნარ–ჩვევების გაღრმავება.
5. მონაწილეთა ასაკი: VIII
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: წინა კლასების სახელმძვანელოებიდან და ინტერნეტიდან მოძიებული იმფორმაციის საშუალებით, ჩამოუყალიბოთ ჯანსაღი აზრები ოთკუთხედების შესახებ. მათ უნდა უნდა შეძლონ ოთკუთხედის განმარტება, მისი კლასიფიკაცია გვერდებისა და კუთხეების მიხედვით. უნდა შეძლონ ნებისმიერი ოთხკუთხედის მოდელირება.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,მოდელები, ფურცლები, სახაზავი, ფანქარი ,მაკრატელი და საწერი საშვალებები
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): გაკვეთილი იწყება მოპოვებული მასალის რომელიმე მოსწავლის მიერ დაფაზე გადატანით. კერძოდ:
1. ოთხკუთხედი ეწოდება ფიგურას, რომელიც შედგება ოთხი წერტილისა და ამ წერტილების მიმდევრობით შემაერთებელი ოთხი მონაკვეთისაგან, იგულისხმება რომ არც ერთი სამი წერტილი ერთ წრფეზე არ მდებარეობს.
2.ოთკუთხედში შეიძლება მოპირდაპირე გვერდები იყოს: ა) პარალელური, ბ) შეიძლება ორი იყოს პარალელური, ორი არა, გ) შეიძლება პარალელური გვერდები არ იყოს და იხაზება.
3. ა) ფიგურას ვუწოდოთ პარალელოგრამი, ბ) ფიგურას–ტრაპეცია, ხოლო გ) უბრალოდ ოთხკუთხედი.
4. პარალელოგრამს აქვს თვისებები: მოპირდაპირე გვერდები და კუთხეები ტოლია,დიაგონალები გადაკვეთის წერტილით შუაზე იყოფა.
5. პარალელოგრამი შეიძლება დავახარისხოთ კუთხეებისა დაგვერდებ ის მიხედვით:
ა) თუ პარალელოგრამის ყველა კუთხე ტოლია,მაშინ ასეთ ფიგურას მართკუთხედი ეწოდება.
ბ) თუ პარალელოგრამის ყველა გვერდი ტოლია,ასეთ რომბი ეწოდება.
გ) თუ პარალელოგრამში ყველა გვერდი დაყველა კუთხე ტოლია,ასეთ ფიგურას კვადრატი ეწოდება.
6. რადგან მართკუთხედი,რომბი და კვადრატი პირველ რიგში პარალელოგრამია, ამიტომ მათ პარალელოგრამის თვისებები აქვთ,გარდა ამისა მათ თავიანთი თვისებებიც აქვთ,რითაც ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. კერძოდ,
მართკუთხედი–დიაგონალები ტოლია.
რომბი–დიაგონალენი მართობულია და წარმოადგენს კუთხის ბისექტრისებს.
კვადრატი–გააჩნია ყველა ის თვისება, რაც მართკუთხედსა დარომბს.
შენიშვნა: შესაძლებელია დაფასთან მოსწავლეები იცვლებოდნენ და თავიანთ მოძიებულ მასალებს წერდნენ.კარგი იქნება თუ მიუთითებენ, რომელი წყაროებიდან არის მოპოვებული იმფორმაცია.
ხდება მოსწავლეთა შეფასება.
10. საგნეებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): დარეჯან ნარმანია
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:darjinarmania@
13. პროექტის ვებ–გვერდი: darejan narmania/blogger.com
No comments:
Post a Comment